თეგი: არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე: უკრაინის უფლებაა, მშვიდობიანი განვითარება განაგრძოს, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. „საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია და მისი სუვერენიტეტის ხელყოფა მიუღებელია. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით. ყველას გვესმის და ვხედავთ, რომ რაც ახლა ხდება უკრაინაში, ზუსტად იმეორებს რუსეთის მხრიდან საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არ არის გაყინული კონფლიქტები, ეს კონფლიქტი, ოკუპაცია გრძელდება და ყოველდღე ძალიან ბევრი ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას და ამ რეგიონებში განვითარების შეფერხებას იწვევს. ბუნებრივია, ეს არის შემაშფოთებელი. ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია იმავეს გეგმავს უკრაინასთან მიმართებით. ჩვენ გვაქვს მჭიდრო კოორდინაცია პარტნიორებთან, როგორც ამერიკასთან, ასევე ევროკავშირთან და ველოდებით მათი მხრიდან ქმედით ნაბიჯებს იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებიც არღვევს საერთაშორისო სამართალს და უკრაინის სუვერენიტეტს“, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  21 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა. საპასუხოდ, გვიან ღამით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.

არჩილ თალაკვაძე: ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ აგვიტოს ომის საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა ჰააგის სასამართლოს მთავარი პროკურორის მიერ 2008 წელს ჩადენილი ომის დანაშაულის გამო მიხაილ მინძაევის, გამლეტ გუჩმაზოვის და დავიდ სანაკოევის დაპატიმრების ორდერის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით. „ჰააგის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერები გაიცა ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლების იმ ჩინოსანთა მიმართ, რომელთაც პროკურორის მტკიცებით, 2008 წლის ომის დროს მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს და ადამიანების კონვენციური უფლებები დაარღვიეს. ეს ეხება წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ტყვედ აყვანას, მათი უფლებების ხელყოფას. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ ამ საქმეზე სამართალი აღსრულდება და ის დრო მოვიდა, როცა დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან", - განაცხადა თალაკვაძემ. ასევე წაიკითხეთ: ჰააგის პროკურორმა კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე პირველი დაპატიმრების ორდერები გამოსცა

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრულია და ამ კურსის შეცვლა ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება

საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი არის განსაზღვრული, რა თქმა უნდა, ამ კურსის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ თუ ვინმეს განცხადებების კვალდაკვალ ვერ მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს თავის პარტნიორებთან, დასავლეთთან და იმ ლიდერ სახელმწიფოებთან, რომლებიც ამ შემთხვევაში ფლობენ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ ბერკეტებს, რომ შეაჩერონ რუსეთის აგრესია და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი. შესაბამისად, ამ ყველაფრის მიღმა არის რადიკალური პოლიტიკური დაჯგუფება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც თავად იგონებს თემებს და თავადვე პასუხობს, ასევე მის მიერ კონტროლირებად მედიაში მართავს განხილვებს, სადაც მაგიდის ორივე მხარეს თავად ზის. ჩვენ არ ვაპირებთ, კომენტარები გავაკეთოთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და პატიმრობაში მყოფ მის ლიდერს, თუ რა იდეები მოსდის და რა განცხადებებს აკეთებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ დღეს ერთ განცხადებას აკეთებს, მეორე დღეს თავისივე განცხადებას უარყოფს, რაც არის უკიდურესად არასერიოზული პოლიტიკური ძალა", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება

ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და გავემგზავრებით, როდესაც შესაძლებლობა იქნება, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ. „ჩვენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ, ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა უკრაინაში ვიზიტის მზადყოფნა უკვე გამოხატა და როდესაც ამის შესაძლებლობა იქნება, გავემგზავრებით, რათა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ უკრაინასა და უკრაინელებს ის მძიმე ადამიანური დანაკარგები, რაც სამწუხაროდ, ამ ომს თან ახლავს. ასევე, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ, ჩვენი მხარდაჭერა", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, 8 აპრილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ვრცელი განცხადებით უპასუხა, მიწვევას უკრაინის ქალაქ ბუჩაში, სადაც, რუსეთის საოკუპაციო ძალების გასვლის შემდეგ იპოვეს სასტიკად მოკლული ათეულობით ადამიანის გვამი. „რაც შეეხება მოწვევას. ვისურვებდი, რომ უკრაინის ხელისუფლების ცალკეულ წარმომადგენლებს სრულად გაეაზრებინათ ის მტკიცე მხარდაჭერა, რომელსაც ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება უკრაინის და უკრაინელი ხალხის მიმართ იჩენს. ეს მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნების პარტნიორობა ნამდვილად არ იმსახურებს უკრაინის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებისგან ქართველი ხალხის და მისი ხელისუფლების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობას, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნას, დაუსაბუთებელ დიპლომატიურ დემარშებს, კონტრაბანდაში უსაფუძვლო დადანაშაულებას, თუ უკრაინელების უბედურებაზე ხელის მოთბობის სურვილის დაბრალებას, როგორც ეს ჩემი კოლეგის წინა მიმართვაში იყო. ამ საკითხების განუმარტებლობის ფონზე, ოფიციალური მოწვევა არასათანადოდ ჩანს", - ნათქვამი იყო შალვა პაპუაშვილის განცხადებაში. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის რადას თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს: მიზანშეწონილია, „არასათანადო“ ვუწოდოთ მოწვევას, რომ ჩავიდეთ მეგობარ ქვეყანაში და ვნახოთ მისი უბედურება?

არჩილ თალაკვაძე: არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა

არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილია დემოკრატიის შუქურა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „სიმართლე საქართველოს მხარესა, არც ნიკა გვარამიაა თავისუფალი მედია და არც მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურა. ეს ადამიანები კანონმდებლობის სრული დაცვით მიცემული არიან პასუხისგებაში. მიგვაჩნია, რომ რეზოლუცია აბსოლუტურად აცილებულია რეალობას, რაც ჩვენს ქვეყანაშია. წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს როგორც ევროკავშირის, ასევე ევროსაბჭოს და სხვა საერთაშორისო შეფასებები, სადაც საუბარი იყო წლების განმავლობაში, რომ საქართველო ასრულებს იმ მოთხოვნებს და აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც მის წინაშე იყო დასმული ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები, დაცული გვაქვს ადამიანის უფლებები დიამეტრალურად უკეთ, ვიდრე ეს იყო წარსულში, ასევე ბიზნესის დაცული გვაქვს, მედია არის პლურალისტური“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 8 ივნისს, საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხებზე ევროპარლამენტში დებატები გაიმართა. რეზოლუციაზე - „მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დარღვევა საქართველოში“ დებატებისას ევროდეპუტატებმა მიუთითეს, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობისთვის განუყოფელი ნაწილია. მაგალითად, ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ასევე მიუთითა ცვლილების საჭიროებაზე სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში, თუმცა მიუღებელი ქმედება უწოდა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმებას, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვას, მათ მიმართ ღია მუქარას და სამართლებრივ დევნას, რაც მისი თქმით, საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. უფრო ვრცლად ევროდეპუტატების კრიტიკულ შეფასებებზე, იხილეთ ბმული.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები

ოპოზიციას 4 ოლიგარქი ჰყავს და თუ კანონი მიღებული იქნება, სწორედ მათ მოეთხოვებათ პასუხები, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურანალისტებთან განცხადა. "დღეს ირაკლი კობახიძემ თქვა: ხაზარაძე, ჯაფარიძე, კეზერაშვილი, სააკაშვილი, ეს გვარები ითქვა. ბიძინა ივანიშვილს არაფერი აქვს დასამტკიცებელი, დასამტკიცებელი თუ ვინმეს რამე ექნება, აქ ჩამოთვლილ გვარებს ექნებათ. იმიტომ, რომ მათ კონკრეტული ქმედებები, გადაწყვეტილებები და კონკრეტული მონაწილეობა აქვთ მიღებული.  თუ ეს კანონი ზუსტად იმ სახით იქნება მიღებული, პასუხები ექნებათ გასაცემი სწორედ მათ", - ამბობს თალაკვაძე.  შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოზე: პარლამენტი მოსმენების კანონპროექტზე, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის ვეტოს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტი როცა პარლამენტს დაუბრუნდება, კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მიიღებენ. სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო „სიმართლე გახლავთ ის, რომ ეს კანონპროექტი ორი-სამი წლის განმავლობაში იყო განხილული ყველა დაინტერესებულ მხარესთან, საკმარისი არგუმენტები იყო წარდგენილი და გაზიარებულიც, რომ ეს ცვლილებები დღეს პირდაპირ პასუხობს გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებობს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაუგებარია, რატომ იყო ვეტო გამოყენებული. ვეტოს შემდეგ კანონპროექტი და საკითხი უბრუნდება პარლამენტს. ჩვენ ერთხელ უკვე დავუჭირეთ მხარი და მივიღეთ ეს ცვლილებები პარლამენტში. რადგან არსებობს სათანადო არგუმენტაცია ამ ცვლილებებისთვის, რა თქმა უნდა, შემდეგ სესიაზე, როდესაც საკითხი პარლამენტს დაუბრუნდება, ჩვენ განვიხილავთ და კვლავ მხარდამჭერ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

არჩილ თალაკვაძე: აშშ-ის ელჩზე თავდასხმა არ ყოფილა, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც თავად აკეთებს, მმართველ პარტიას გადააბრალოს

"ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა - ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა. ნედ პრაისი: ელჩ დეგნანს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს "ამერიკის ხელისუფლებაზე, რომელიმე მის წარმომადგენელზე საქართველოს ხელისუფლების რომელიმე ოფიციალურ პირის მხრიდან არასოდეს ყოფილა არანაირი თავდასხმა და ასეთი გამორიცხულია მომავალშიც. აშშ არის საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ გვაქვს ათწლეულების განმავლობაში ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა და ურთიერთობები და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის ფასეული. თუ ჩვენ თავდასხმები და შეურაცხყოფა ვნახეთ, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას არაერთი შეფასება მოჰყვა. ყველას კარგად გვახსოვს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები რა შეფასებებს აკეთებდნენ დასავლეთის ელჩების მიმართ ამ წლების განმავლობაში, წარსულშიც და საერთოდ ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რასაც აკეთებენ თვითონ, გადააბრალონ მმართველ პარტიას", - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა 8 ივლისს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. როგორც დეპუტატი აცხადებს, ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. საპასუხოდ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის წერილი „სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით“. „კითხვა ჩნდება, ხომ არ ყოფილა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის უკრაინის ომის დაწყების შემდეგ? - იყო ამაზე საუბარი კაბინეტებში, რაღაც შეხვედრები არსებობდა“, - განაცხადა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა უკვე 19 ივლისს. კელი დეგნანს მიხეილ ყაველაშვილის ამ განცხადებასთან დაკავშირებითაც დაუსვეს შეკითხვა „არ შემიძლია, დავადასტურო ვიღაცის ჭორები, რადგან არ ვიცი, რაზე საუბრობს ის“, - აღნიშნა ელჩმა. „კითხვა დაისვა მიშა ყაველაშვილის მხრიდან და აქაც ველოდი მკაფიო პასუხს. ანუ, ძალიან მარტივი კითხვაა ხომ – ან შედგა შეხვედრა, ან არ შედგა. მე არ ვიცი და ამიტომ საინტერესო იყო ელჩისგან პასუხის მოსმენა ამასთან დაკავშირებით. მას უნდა ეთქვა, რომ ან შედგა ან არ შედგა და საზოგადოება ამას გაიგებდა, თუმცა გაუგებარი პასუხი მივიღეთ. თან ითქვა, რომ ჭორაობაა, თან ის, რომ პასუხს არ გასცემს. ანუ, თან არც უარყო და თან ჭორაობა უწოდა თვითონ საუბარს ამ თემასთან დაკავშირებით. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს მიშა ყაველაშვილს, თუმცა კითხვა დაისვა და კითხვაზე საჭიროა პასუხი. ელჩს არ უთქვამს, შეხვდა თუ არ შეხვდა, რაც ცუდია, რადგან როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვები, ჩვენ არ ვიყავით მომხრე, საჯარო კითხვები დასმულიყო ასეთ თემებთან დაკავშირებით, მაგრამ როდესაც საჯაროდ ისმება ასეთი კითხვა, ბუნებრივია, ამაზე საჭიროა საჯაროდ მკაფიოდ პასუხის გაცემა, იყო ასეთი შეხვედრა, თუ არ იყო შეხვედრა, თუმცა ამაზე პასუხი საზოგადოებამ ვერ მიიღო“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმდჯომარემ ირაკლი კობახიძემ 20 ივლისს. 20 ივლისს, თბილისის დროით, გვიან ღამით, შეერთებულმა შტატებმა საქართველოში ამერიკის ელჩს კელი დეგნანს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. შესაბამისი განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა ნედ პრაისმა გააკეთა. ნედ პრაისის განცხადებით, დეზინფორმაცია და პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და მის გუნდზე არ შეესაბამება იმას, თუ როგორ ურთიერთობენ პარტნიორები ერთმანეთთან.  

არჩილ თალაკვაძე: საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს

საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას. მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“ როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მედვედევის განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში. „საქართველოს არსებობის ხუთ ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა თალაკვაძემ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.  

არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს

საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრიუსელში მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს. „ჩვენთვის ცნობილია ევროკავშირის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები და მოლოდინები რომელიც ევროკავშირს აქვს საქართველოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აქვს “, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. ცნობისთვის, სამთავრობო დელეგაცია, მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში 5 სექტემბერს გაემგზავრა.  

არჩილ თალაკვაძე: გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს

გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ, პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, არ ასრულებს რეკომენდაციებს, არ იკვებება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პალატაში ყოფნის ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა. „არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი. გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ბევრ ადამიანს ჰქონდა ეჭვი და კითხვის ნიშნები აქამდე, რომ პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, ის ასევე არ იკვებება სრულფასოვნად, შესაბამისად, მკურნალობის შედეგების კრიტიკა, ექიმების კრიტიკა, პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში, გახლავთ უსაფუძვლო. რა თქმა უნდა, სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან დგას სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის ინტერესი, რომ მისი პატიმრობა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები გამოიყენონ როგორმე ისევ დესტაბილიზაციისთვის ასევ იმისთვის, რომ დაძაბონ ჩვენი საზოგადოება და შეიტანონ დისონანსი იმ პროცესში, რასაც საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჰქვია", - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკშვილის ვიდეოკადრები გაავრცელა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ნამდვილად არ ვაპირებთ, შევიცვალოთ დამოკიდებულება უკრაინის მიმართ - თალაკვაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ საქართველო არ აპირებს, უკრაინის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს. როგორც თალაკვაძემ განმარტა, ასეთი ტიპის შეფასებები აცილებულია რეალობას, ვინაიდან, საქართველოს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. „ეს ჩვენმა ნამდვილმა მეგობრებმა უკრაინაში, საქართველოში და საზღვარგარეთად ძალიან კარგად იციან. გვაქვს კარგი თანამშრომლობა ჩვენს მეგობრებთან, კოლეგებთან უკრაინის რადაში და მათთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა განვახორციელეთ, ბევრიც წინ გვაქვს და დაგეგმილია ასევე არაერთი პროექტი, ამიტომ ამ ფონზე, ჩემთვის ალბათ უფრო მისაღები იქნებოდა კასიანოვს თავისი დიპლომატიური ძალისხმევა გაეგრძელებინა, რაც ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობას ხელს შეუწყობს. ეს განცხადება უფრო პოლიტიკურ შეფასებასა და პოლიტიკურ განცხადებას გავს, ვიდრე დიპლომატიურ ძალისხმევას. მესმის, ის არ არის ელჩი, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ახალი ელჩის ჩამოსვლამდე ის წარმოადგენს საელჩოს. იმედი მაქვს, ახალი ელჩი როდესაც შეუდგება საქმიანობას, ამ ტიპის დისონანსები მომავალში მაქსიმალურად იქნება დარეგულირებული და გამორიცხული, რადგან მეგობრობა ეფუძნება სამართლიან ურთიერთობებს. როდესაც ასეთი ტიპის საყვედურებს ვისმენთ, ეს ნამდვილად არ მიგვაჩნია სამართლიანად, თუმცა რა თქმა უნდა, საქართველო თავის პოლიტიკასა და თავის მხარდაჭერას არ შეცვლის უკრაინის მიმართ, თუნდაც ბატონი კასიანოვის განცხადების გამო. ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის მხარდაჭერას. დარწმუნებული ვარ, როდესაც ომი დასრულდება და მშვიდობიანი დღეები დაბრუნდება, უკრაინის ხელისუფლება და უკრაინის საზოგადოება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასებს იმას, რასაც საქართველო აკეთებს თავისი მეგობრისთვის“, – განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთვის, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, „რუსების შედინების გამო საფრთხის არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა, საქართველოდან უკრაინელების ევაკუაცია განხორციელდეს“.  

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა - თალაკვაძე

თურქეთის პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ რეგიონში უსაფრთხოების რთული მდგომარეობაა და ამ ფონზე, კიდევ უფრო მეტად ჩანს და გასაგებია თუ რატომ ა რის ასეთი ყურადღებით ჩვენი ხელისუფლება, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებას მისი ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობებზე. „განსხვავება ის არის, რომ აქ რადიკალურმა ოპოზიციამ ამას მოაყოლა ძალიან უხეში თავდასხმები და კრიტიკა საკუთარ ხელისუფლებასა და საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე. რაც სხვა ქვეყანაში ნორმალურ შემთხვევაში გაუგებარი იქნებოდა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. ცნობოისთვის, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ თურქეთის ომში ჩათრევას არ დაუშვებს.  ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია - თალაკვაძე

სახალხო დამცველის ფარგლებში შექმნილი კონსილიუმი მოქმედებს საჯარო მანდატით. მათ ღიად აქვთ გაცხადებული, რომ მათი საქმიანობის მიზანია პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგი და მისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი წონის მეტი კლების შედეგად საწოლზე მიჯაჭვული გახდება - სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა „გვაინტერესებს, თუნდაც ბოლო ვიზიტის შემდეგ კონსილიუმმა რა დანიშნულება მისცა პაციენტს და ის ასრულებს თუ არა დანიშნულებას? შეიძლება, გვიპასუხონ, რომ დაცულია პაციენტის ჯანმრთელობის ინფორმაცია და მიხეილ სააკაშვილის ოჯახსა და მის გარემოცვას მოვუწოდებთ, ამ კითხვებს მაინც უპასუხოს კონსილიუმმა. სხვა მხრივ, როცა სააკაშვილი კვებაზე თავად უარს ამბობს, მის ჯანმრთელობაზე საუბარი სპეკულაციებია. ხელისუფლებას პაციენტი საუკეთესო კლინიკაში ჰყავს განთავსებული და პაციენტი არ თანამშრომლობს ექიმებთან, სრულყოფილად არ იკვებება“, – განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს - არჩილ თალაკვაძე

„სამწუხაროა, რომ ჩვენი მეგობრობა, სტრატეგიული ურთიერთობები მივიდა იქამდე, რომ სანქციების ენით ვესაუბრებით ერთმანეთს“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე განცხადებით, სახელმწიფო აღარ ჩაგრავს სასამართლოში (მოქალაქეს), როგორც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ეს არის სერიოზული საკითხი, რომელსაც მმართველი გუნდი სერიოზულად მოეკიდება და ეს თემა საქილიკო არ არის.  არჩილ თალაკვაძის თქმით, სასამართლო ისევე როგორც სხვა ინსიტუტები ობიექტური კრიტერიუმებით ფასდება. არჩილ თალაკვაძის თქმით, იმ პერიოდში, როცა ხსენებული მოსამართლეები მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში, სასამართლოში დაბრუნდა ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის დავებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რაც ნიშნავს, რომ ორივე მხარე თანაბრად იგებდა საქმეებს. ამ თემაზე თალაკვაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში ისაუბრა. აშშ-მ საქართველოს რამდენიმე მოსამართლეს, მათ შორის ლევან მურუსიძესა და მიხეილ ჩინჩალაძეს სანქციები დაუწესა აშშ აგრძელებს საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას და იმ პირთა ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას, ვინც ბოროტად იყენებს საჯარო უფლებამოსილებას - ბლინკენი  

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ - თალაკვაძე

რა თქმა უნდა, სასამართლოს დავიცავთ... საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დავუჭირეთ და არ დავუჭერთ, - ამის შესახებ პარლამენტში ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას სამი მიზეზი აქვს. პირველი, ეს არის ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაცია და ამ გზით კანდიდატის სტატუსის დაბლოკვა. მეორე მიზეზია ის, რომ სურთ შური იძიონ იმ სასამართლოსა და მოსამართლეებზე, ვინც მათი ლიდერები გაასამართლა. მესამე - სურთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა, რათა სასამართლოზე გარკვეული გავლენა დაიბრუნონ“, - განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონის საწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარლამენტში ოპოზიცია აყენებს.  

„ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია - თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პარტიული რეიტინგების თვალსაზრისით, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან. მისივე თქმით, ზოგადად, მმართველი გუნდი კვლევის შედეგებს როცა არ ეთანხმება და საფუძვლიანი კითხვები აქვს, ამის შესახებ პირდაპირ ამბობს. NDI-ის კვლევა: მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს გამოკითხულთა 43% „ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს და, რასაკვირველია, პატივს ვცემთ სამუშაოს, რასაც ისინი ასრულებენ. რაშიც არ ვეთანხმებით, იმასთან დაკავშირებით საფუძვლიანი კითხვის ნიშნები გვაქვს და ყოველთვის პირდაპირ ვამბობთ ხოლმე. როგორც ჩანს, NDI-ის კვლევა უფრო ახლოს არის რეალობასთან იმ განსხვავებების თვალსაზრისით, რაც პარტიებს შორის რეიტინგებში ჩანს. სხვა საკითხებზეც საინტერესოა ამ კვლევაში გამოხატული პოზიციები. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგს, ორი კვირის წინ იყო 15. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ დრო უკვე ჩართულია და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ არჩევნების შედეგით ოფიციალურად გაფორმდება, რომ პარტიამ დაკარგა მთავარი ოპოზიციის ადგილი, როლი, რაც დემოკრატიაში ნამდვილ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში - თალაკვაძე

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. ყალბი ორგანიზაციების და მაქინაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში - პაპუაშვილი „აქ პირდაპირ პოლიტიკური კორუფციის ნიშნები იკვეთება. ერთის მხრივ, საუბარია პარტიების დაფინანსებაზე, მეორეს მხრივ, ეს დაფინანსება პარტიების მიერ დეკლარირებული არ არის, რაც თავისთავად ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკანონო ფული არ მოხვდეს ქართულ პოლიტიკაში და ამან არ შეცვალოს ჩვენი საზოგადოებისა და მოქალაქეების რეალური არჩევანი“, - განაცხადა თალაკვაძემ.  

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის გააქტიურება გამოიწვია - თალაკვაძე

საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამ გადაწყვეტილების დაგვიანებამ, მათ შორის რუსეთის ფედერაციის გააქტიურება გამოიწვია, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მომართვის შემთხვევაში, ყველა არასანქცირებული კომპანია შეძლებს პირდაპირი რეისების შესრულებას - ქვრივიშვილი პუტინი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აკრძალვის გადაწყვეტილებასაც აუქმებს პუტინი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აუქმებს თალაკვაძის თქმით, რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებზე სანქციები ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაც მან ცალმხრივად მიიღო. “რადიკალური ოპოზიცია აბსოლუტურად მავნებლური და უპასუხისმგებლო განცხადებებით გამოდის. ისინი პრაქტიკულად ხელისუფლებისგან საკუთარი თანამემამულეების დასანქცირებას ითხოვენ. რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად, რა საკვირველია, საქართველოს მონაწილეობის გარეშე მიიღო ვიზასთან დაკავშირებული სანქციების გაუქმების გადაწყვეტილება. ამას ის ადამიანები აკრიტიკებენ, რომლებმაც 2008 წელს საკუთარი მოსახლეობა ომის ზონაში მიატოვეს, სადაც რუსეთის თავდასხმა და ოკუპაცია მიმდინარეობდა, მიატოვეს საკუთარი ჯარისკაცები და ამის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სავიზო რეჟიმის შეზღუდვა შემოიღო, სწორედ ეს პოლიტიკური ძალა და მათი პოლიტიკური ლიდერი გამოვიდა და სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. მინდა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს მივმართო, რომ რადიკალური ოპოზიცია საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვს სანქციების დაწესებას თქვენზე, რასაც ბუნებრივია, ჩვენ არ ვეთანხმებით და საქართველოს ხელისუფლება საკუთარ თანამემამულეებს სანქციებს არ დაუწესებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს. საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება

„ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე,“ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. „ვადასტურებ, რომ სწორედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. უახლოეს დღეებში ჩატარდება „ქართული ოცნების“ ყრილობა, მანამდე კიდევ ერთი პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც უკვე პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები იქნება შეთავაზებული ყრილობისთვის. ამის შემდეგ, კანონმდებლობის შესაბამისად, პროცესი გადაინაცვლებს პარლამენტში. იცით, რომ საგაზაფხულო სესია იხსნება 6 თებერვალს და 6 თებერვლის კვირაში, რეგლამენტის სრული დაცვით მოხდება პრემიერ-მინისტრის და მის მიერ წარდგენილი განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება,“ - აღნიშნა თალაკვაძემ „იმედის“ ცნობით. ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.  

თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რატომ დაუჭირა მხარი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩის“ ინიციატივას. თალაკვაძის თქმით, ქალთა პოლიტიკაში ჩართულობა მონაწილეობა დღეს არსებითად უფრო მაღალია, ვიდრე წარსულში და მმართველი გუნდისთვის, ეს ცვლილება უკვე არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციის ეს ინიციატივა დაებლოკათ. უმრავლესობის დეპუტატი განმარტავს, რომ მიუხედავად ცვლილებებისა, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას ექნება სრული თავისუფლება, რომ თავისი პარტიული სია მეტი ქალით დააკომპლექტოს. „ჩვენი როგორც მმართველი პარტიის მხარდაჭერა ქალთა პოლიტიკაში ჩართულობის, მათი მონაწილეობის მიმართ, არ შესუსტდება. პირიქით, მომავალში გაიზრდება ეს მხარდაჭერა. რაც შეეხება ოპოზიციის ამ ინიციატივას, მინდა რამდენიმე არგუმენტი ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას. პირველი - როცა კვოტირების პრინციპი მივიღეთ თავის დროზე ჩვენ ვთქვით, რომ ეს იყო დროებითი ზომა, რომ მისი საჭიროება რაღაც დროში ამოიწურებოდა. მეორე - მიუხედავად იმისა, რომ ეს ცვლილება იქნებოდა მხარდაჭერილი და მიღებული, ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას აქვს სრული თავისუფლება, რომ დააკომპლექტოს თავისი პარტიული სია მეტი ქალით. "ქართული ოცნების" პოზიციაა, რომ მომავალ საპარლამენტო სიაშიც "ქართულ ოცნებას" ეყოლება ქალთა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა. მესამე - "ქართულმა ოცნებამ", ჩვენ უკვე შევქმენით ქალთა ძლიერი და წარმატებული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ქვეყნის მასშტაბით ბევრ წარმატებულ ქალს, ვინც ჩართულია პოლიტიკაში. მათი ხმა ისმის უფრო ძლიერად და მათი მონაწილეობა არის დღეს არსებითად უფრო მაღალი, ვიდრე წარსულში. რეალურად, ჩვენთვის რეალურად, ეს ცვლილება არ არის უკვე იმდენად მნიშვნელოვანი რომ ოპოზიციას ეს ინიციატივა დავუბლოკოთ. გარდა ამისა, იცით რომ არჩევნების ნეიტრალურად მაღალი სანდოობით გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭირო არის უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის შედგეს შეთანხმება ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით. შესაბამისად, უპირველესი პრიორიტეტი დღეს არის სწორედ ეს, რომ ცესკოს დაკომპლექტების პროცესში იყოს რაც შეიძლება ფართო კონსენსუსი და "გირჩმა" უკვე გამოხატა პოზიცია, რომ ამ კონსენსუსის ნაწილი გახდება," - განაცხადა თალაკვაძემ. პირველ აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე კოლეგებს აცნობა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, როგორც დავითულიანის განცხადებიდან ჩანს, „გირჩი“ ცესკოს თავმჯდომარის არჩევის დროს ხმას მისცემს „ოცნებისთვის" მისაღებ კანდიდატს. „პირველ რიგში, „გირჩის“ ინიციატივასთან დაკავშირებით - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაგო დამეთანხმება, შედგა უმრავლესობის ლიდერსა და იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია. პრინციპს ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, ეთანხმება უმრავლესობა, ასევე ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. უმრავლესობის და ფრაქციის პოზიცია ასეთია. ამავდროულად, ერთ რემარკას გავაკეთებ, რომ სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს არჩევას, აქ ისინი [„გირჩის“ წევრები] იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე დამოკიდებული და არ იქნება გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის [გამოყენებული]“, - თქვა ბექა დავითულიანმა. ბიუროს სხდომაზე იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. მან ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს „მორალურად მნიშვნელოვანი" უწოდა. „მე მინდა, პირველ რიგში მადლობა ვთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პირველად, როგორც იქნა, რაღაც თვალსაზრისით, შესაძლებელი გახდა პარლამენტში საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა. ამ, ჩემი აზრით, მორალურად ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა, ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არსებული რეალობით, გამოდის, რომ ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, ვაღიარეთ, რომ ქალების ჩაგვრა გვქონდა მოწყობილი ოდესმე ამ ქვეყანაში ან წარსულში და ეს არის ჩვენი წინაპრების უპატივცემლობა, ან ცოტა მერე, ან დღეს გვაქვს ქალთა ჩაგვრა", - აღნიშნა ხვიჩიამ. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე კი იაგო ხვიჩიამ განაცხადა: „[შეთანხმება] პოლიტიკური ვაჭრობის შედეგია. ჩვენ პოლიტიკურ ვაჭრობასაც მივესალმებით, ოღონდ, სხვა ვაჭრობისგან განსხვავებით, ჩვენი ვაჭრობა ყოველთვის ხდება საჯაროდ. ჩვენმა მაყურებელმა კაი ხანია იცის, რომ ჩვენ ეს გავცვალეთ ცესკოს თავმჯდომარის მხარდაჭერაში. ცესკოს მოქმედ თავმჯდომარეს ჩვენ ისედაც ვუჭერდით მხარს, ისე რომ საერთოდ არაფერში გაგვიცვლია. ახლა მოგვეცა საშუალება, რომ ის, რისთვისაც ვიბრძოდით საკონსტიტუციო სასამართლოში, გამოგვევაჭრებინა „ოცნებისგან.“ „ლელოს" საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ცვლილების მიღების შემთხვევაში, პარტიული სიის შედგენისას "ლელო" მაინც დღევანდელ კანონმდებლობაში მოცემული პრინციპით იხელმძღვანელებს. „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზით არის დადგენილი... ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. გავა წლები და ეს საჭირო არ იქნება. ამასობაში, დღეიდან მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი, იმიტომ რომ „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა, თუ არ იქნებოდა „ოცნების“ პოლიტიკური განზრახულობა," - განაცხადა უსუფაშვილმა. „საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციით, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი. საქართველოს პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის, პარტიული სიის შედგენის წესს განსაზღვრავს პოლიტიკური პარტია, იმგვარად, რომ ცესკოს თავმჯდომარისათვის წარდგენილი პარტიული სიის ყოველ სამეულში ერთი პირი მაინც უნდა იყოს ქალი.